რეფლექსიები
პირველი დღე- ვისწავლე
და გავიგე რა არის პროექტის არსი,ვისწავლე ის რაც პროექტის განხორციელებისას გამომადგება.გავეცანი
ინტელის სასწავლო პროექტებს, მის ძირითად ამოცანებს და პროექტის გეგმის შაბლონს.ამის შემდეგ გადავწყვიტე
თუ რა პროექტის თემა უნდა დამემუშავებინა.
მეორე დღე-გავეცანი
პორტფოლიოსა და ვიუერს და გავიგე მასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზა.დღეს
მსმენელებმა მოვისმინეთ ერთმანეთის თემები და მითითებები ტრენერის მიერ.აგრეთვე გავეცანით გაზეთისა და ბროშურის
შაბლონებს.
მესამე დღე-დღეავანდელი
დღე ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო.გავეცანი პროექტის სქემას,აღვწერეთ პროექტის
მიზნები და ინდიკატორები,გავიგე როგორ ხდება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.
მეოთხე დღე-შევისწავლე
პროექტის გეგმის შეფასების მეთოდები-პროექტის დასაწყისში,შუაში და ბოლოს.გავრჩიეთ ზოგადი,თემატური
და შინაარსობრივი კითხვები.
მეხუთე დღე-დღეისათვის
პრეზენტაცია მოვამზადე და მგონი საინტერესო იყო.განვიხილეთ საავტორო უფლებები და მათი
აუცილებლობა პროექტში.
მეექვსე დღე-ძალიან
შედეგიანი იყო.პირველ დღეს ვიფიქრე რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო მაგრამ ეს ესე არ ყოფილა.ყველას აქვს შესწავლისა და გაგების
უნარი.
მეშვიდე დღე-გავეცანი
ბლოგებს და ვისწავლე ახალი მასალის გამოქვეყნება.აგრეთვე ბლოგზე გაჯეტების დამატება.მადლობა
ბატონო გიზო.
მერვე დღე-საინტერესო
დღე იყო,რადგან ჩემი პორტფოლიო დასრულებული სახით აიტვირათა ინტერნეტში.სირთულეებიც
დაძლეულია. ბატონი გიზოსი არ ვიცი, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საკუთარი ნამუშევრით.
მეცხრე დღე-ბატონო
გიზო დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის.
No comments:
Post a Comment